მიმდინარე წლის 15-25 მაისის პერიოდში, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემია ამერიკის საზღვაო ძალების აკადემიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამუშაო - სასწავლო ვიზიტით აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიის ხუთი კადეტი და ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე კომანდერი ანდრია ჯონსი იმყოფებიან.
სტუმრებს აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ლევან ქავთარაძე და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული შეხვდნენ და აკადემიის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამები და სტრუქტურა გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება. აღნიშნულ პერიოდში სტუმრები გაეცნობიან აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესებსა და ჩაერთვებიან ყოველდღიურ აქტივობებში.
ვიზიტი მიზნად ისახავს აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, სტუმრებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ქვეყნის გაცნობას.