სიახლეები

იუნკერები უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში გამართულ კულტურულ ღონისძიებაში.

აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღეს და  ეროვნული სამოსის დღეს.ღონისძიების ფარგლებში იუნკერებს ჩაუტარდათ გაცნობითი ხასიათის ექსკურსია მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა ღამის მსვლელობა ისტორიულ ციხე-ქალაქში.