2022 წლის 25 ოქტომბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ,,ნატოს პრიორიტეტები და კავკასია-სტატუსკვო და ცვლილებები''.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და უცხოეთში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებს და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]