სიახლეები

აკადემიაში იუნკერებთან და მსმენელებთან გაცნობითი სახის ლექციები გრძელდება

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია/პრეზენტაციის ფარგლებში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკერებისა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების გაცნობა გრძელდება.

დღეს, აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური იმყოფებოდნენ.

მოწვეულმა სტუმრებმა, მომავალ ოფიცრებს, თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, სადაც მომავალმა ოფიცრებმა, მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

შეხვედრის ბოლოს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.