ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია/პრეზენტაციის ფარგლებში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ბატონმა დავით თევზაძემ იუნკერთა სასწავლო ბატალიონის II და III კურსის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა. ბატონი დავითი იუნკერებს თანამედროვე სტრატეგიასა და სტრატეგიის პრინციპებზე ესაუბრა. შეხვედრამ საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, სადაც მომავალმა ოფიცრებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრის ბოლოს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ მოწვეულ სტუმარს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.