სიახლეები

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში

20 ივლისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ეროვნული უსაფრთხოების აქტუალური საკითხები''.

კონფერენცია გახსნა აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ; მონაწილეებს სიტყვით მიმართა მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იოსებ ჯაფარიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

კონფერენცია ჩატარდა ოთხ სექციად:                                              

  • გლობალიზაცია თუ სუვერენიტეტი;                                                
  • ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა;                                     
  • სამხედრო საფრთხეები და მათ გადაჭრის გზები;                                             
  • ეროვნული უსაფრთხოება ადამიანის უფლებების საპირისპიროდ.

საკუთარი ნაშრომები წარადგინეს საქართველოს თავდაცვის ძალების, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა პირებმა, პროფესორებმა და დოქტორანტებმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა:,,ნატო-ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები და შესაძლებლობები'', ,,გლობალიზაციის მიმართ არსებული უარყოფითი განწყობები პოპულისტურ ჭრილში'', ,,კიბერუსაფრთხოების სამხედრო პოლიტიკური განზომილება 21-ე საუკუნეში'', ,,ქალების როლი მშვიდობის მშენებლობისა და უსაფრთხოების სექტორში სამოქალაქო და სამხედრო კომპონენტის თვალსაზრისით''.

ღონისძიება სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.