2022 წლის 24 ოქტომბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურაზე გაიმართება სტუდენტური პრაქტიკული კონფერენცია ,,შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურა'' პანელური პრინციპით.
პანელი I - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ეკონომიკური ასპექტები;
პანელი II - შაი ზღვის რეგიონის სამხედრო ბალანსის ანალიზი;
პანელი III - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ციტირება და გამოყენებული ლიტერატურა მითითებული უნდა იყოს სქოლის (ფუტნოუტი) საშუალებით.