სიახლეები

მიღება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე 2022-2023

2022-2023 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველი კანდიდატების საბუთების მიღება განხორციელდება 15, 16 და 17 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს მიმღებ პუნქტზე 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (მისამართი - ქ.თბილისი, დ.უზნაძის 117ა).

სამაგისტრო პროგრამების მისაღებ გამოცდებზე დაშვებული იქნებიან ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ სამაგისტრო პროგრამებზე მიღების კრიტერიუმებს, წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდები და წარმოადგინეს საჭირო დოკუმენტაცია.

სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში (მისამართი: ქ. გორი,  ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი):

I ეტაპი - თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევების და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდები (მიმართულებები მიხედვით):

გამოცდა ჩატარდება 2022 წლის 19 სექტემბერს. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 09:00 საათზე;

მაგისტრატურაზე მისაღები შიდა გამოცდების ჩაბარების მსურველი, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო კანდიდატები ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას გასაუბრების სახით სამაგისტრო პროგრამებზე მიმღებ საგამოცდო კომისიასთან.

II ეტაპი - ინგლისური ენის გამოცდა:

გამოცდა ჩატარდება 2022  წლის 20 სექტემბერს. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 10:00 საათზე;

ინგლისური ენის გამოცდას ჩააბარებენ ის კანდიდატები, რომლებსაც არ გააჩნიათ სამაგისტრო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისი ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი მოქმედი (რომელსაც არ აქვს დადგენილი სტანდარტების მიხედვით გასული მოქმედების ვადა) სერტიფიკატი/დიპლომი/მოწმობა ან/და შესაბამისი დოკუმენტი;

იმ კანდიდატებმა, რომლებსაც გააჩნიათ სამაგისტრო პროგრამების მიხედვით მოთხოვნილი ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი მოქმედი (რომელსაც არ აქვს დადგენილი სტანდარტების მიხედვით გასული მოქმედების ვადა) სერტიფიკატი/დიპლომი/მოწმობა ან/და შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტების ორიგინალი ვერსიები სამაგისტრო პროგრამებზე მიმღებ საგამოცდო კომისიაზე.

საბუთების ნუსხა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურის ადგილიდან, მათთვის ვინც ოფიციალური წერილით არ არის წარმოდგენილი აკადემიის მაგისტრატურაზე სამაგისტრო პროგრამებში მონაწილე სახელმწიფო ინსტიტუტებიდან;
  • ფოტოსურათი 2 ცალი (ზომა3/4 სმ);
  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან ამობეჭდილი);
  • ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არ არსებობის შემთხვევაში ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ);
  • უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების შემთხვევაში, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე ნათარგმნი ნოტარიულად დამოწმებული დედანი;
  • სამაგისტრო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისი ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი მოქმედი (რომელსაც არ აქვს დადგენილი სტანდარტების მიხედვით გასული მოქმედების ვადა) სერტიფიკატი/დიპლომი/მოწმობა ან/და შესაბამისი დოკუმენტების ორიგინალი ვერსიები - ნოტარიულად დამოწმებული ასლებით.