სიახლეები

აკადემიაში ტაქტიკური სწავლების ღია მოედანი გაიხსნა

სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის ინიციატივით, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური სწავლების ღია მოედანი გაიხსნა.

მოედანი აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა. დღესვე, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებმა საჩვენებელი პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს.