სავალდებულო სამხედრო სამსახური ეროვნული თავდაცვის აკადემიაში
2022 წლის 23 სექტემბრიდან საშემოდგომო სავალდებულო გაწვევა იწყება.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18 წლიდან 27 წლამდე ასაკის პირები;
სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიცავს 12 თვეს. მოცემულ პერიოდში წვევამდელი უნდა გამოცხადდეს სამხედრო ნაწილში სამ დღეში ერთხელ.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წვევამდელებს საშუალება მიეცემათ დაეუფლონ სამხედრო საქმეს:
აკადემიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდში, სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, განთავსებით, ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წვევამდელებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ აკადემიაში არსებული ინფრასტრუქტურით, როგორც სავარჯიშო დარბაზებით ასევე გასართობი ცენტრებით, როგორებიც არის: საბილიარდო, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო დარბაზი, საცურაო აუზი.
სავალდებულო სამხედრო სამსახურგამოვლილ პიროვნებას საშუალება ეძლევა, საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამის გავლის გარეშე გააგრძელოს საკონტრაქტო სამსახური საქართველოს თავდაცვის ძალებში.
საკონტაქტო ნომერი: 577 39 26 59