ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარჩინებული იუნკერების და მათი მშობლების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა: მიხეილ სიმონის ძე მოდებაძემ, ლუკა თენგიზის ძე შამუგიამ, ნუგზარ გიორგის ძე ქვარიანმა, გიორგი ნუგზარის ძე არაბულმა, გურამ კობას ძე ხურციძემ, ზურაბ ზურაბის ძე გოგიაშვილმა და დავით ომარის ძე ტეტუნაშვილმა სასწავლო კურსის დასკვნით გამოცდებში მიღებული რეიტინგული ქულების საფუძველზე წარჩინებით დაასრულეს სასწავლო კურსი და მათ დაენიშნათ სტიპენდია 500 ლარის ოდენობით.
ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ წარჩინებულ იუნკერებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ მშობლებს მადლობის წერილები გადასცა.