სიახლეები

აკადემიის მსმენელებმა „სისხლის ბანკის“ საქველოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია „საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის“ საქველმოქმედო აქციას „გაიღე სისხლი–გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“ შეუერთდა.

დღეს, აქციის ფარგლებში, აკადემიის მსმენელებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად უანგაროდ გაიღეს სისხლი. აქციაში ასევე აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ, კომენდანტმა ვიცე–პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ, რექტორის მოადგილემ ერეკლე ჩიგოგიძემ და მაიორმა ლევან გუგენიშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ბრიგადებმა ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმუშავეს.

საქველმოქმედო აქცია აკადემიაში პირველად გაიმართა და მასში ასევე აკადემიის სხვადასხვა სკოლების ინსტრუქტორები, პროფესორ–მასწავლებლები და თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ეროვნული თავდაცვის აკადემია მზად არის მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს  და საკუთარი თანამონაწილეობით მცირე წვლილი შეიტანოს თანამოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში.