სიახლეები

დანიის დელეგაციის ვიზიტი აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროსა და დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან გაცნობითი სახის ვიზიტი გაიმართა. სტუმრებს აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე.

ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს აკადემიის სტუმართა ჩანაწერების წიგნში და საჩუქრები გაცვალეს.