სიახლეები

სამხედრო ატაშეების გაცნობითი სახის ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეების გაცნობითი სახის ვიზიტი გაიმართა. სტუმრებს აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე.

ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს აკადემიის სტუმართა ჩანაწერების წიგნში და საჩუქრები გაცვალეს.