ღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით განხორციელებულ საყოველთაო ზეიმში ,,გორის დღე“.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ეროვნული თავდაცვის აკადემია სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ აკადემიის ყოველდღიურ ცხოვრებას და მიეღოთ ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში აკადემიის კუთხეს სტუმრობდნენ საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.
აღსანიშნავია, რომ აკადემიის სტენდი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.