ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურა'' გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. კონფერენცია სექციური პრინციპით ჩატარდა, რომელიც მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: შავი ზღვის რეგიონის სამხედრო ბალანსის ანალიზი და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები.
მომხსენებლები აკადემიის მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ჯაფარიძემ წარადგინა. კონფერენციაზე ნაშრომები წარმოადგინეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამების მაგისტრანტებმა.
წარმოდგენილი მოხსენებები იყო მრავალფეროვანი და ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: „რუსეთისა და თურქეთის ამბიციები - ზიანი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას“, „სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონისთვის“, „შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები“ და სხვა.
ღონისძიების ბოლოს, აკადემიის მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იოსებ ჯაფარიძემ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.