მიმდინარე წლის 17-21 ოქტომბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიის დაარსების 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა დროს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი კურსდამთავრებულები. ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემია ამაყობს თავისი კურსდამთავრებული გენერლებით და ოფიცერთა კორპუსით.