ეროვნული თავდაცვის აკადემია აგრძელებს გაცნობითი სახის ვიზიტების ორგანიზებას უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის.
საკანდიდატო კურსის მსმენელები აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში 112 და ს.ს.ს.ტ.ც. ,,დელტაში'' იმყოფებოდნენ.
აკადემიის წარმომადგენლები გაეცნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწყობილ სპეციალური აქტივობების კუთხეებს, მიიღეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ და დაესწრნენ თითოეული სამსახურის მიერ საგანგებო სიტუაციების იმიტირებულ პროცესს. მსმენელებმა ს.ს.ს.ტ.ც. ,,დელტაში'' დაათვალიერეს მათ მიერ წარმოებული ტექნიკა და აღჭურვილობა.
ასევე საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული შეხვედრები გაიმართა საქართველოს პარლამენტში, უზენაეს სასამართლოსა და პრეზიდენტის სასახლეში.
გაცნობითი სახის ვიზიტები მიზნად ისახავს მომავალი ოფიცრების ცნობიერების გაზრდას და ზოგადი ცოდნის გაღრმავებას.