დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ექსპერტი თავდაცვის სფეროში, დოქტორი იუჯინ კოგანი ესტუმრა. დოქტორ კოგანს აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, დოქტორი კოგანი აკადემიის იუნკერებს და კაპიტნის საკარიერო სკოლის მსენელებს შეხვდა და წაუკითხა ლექცია თემაზე: „სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგია“. შეხვედრაზე ექსპერტმა სომხეთის ნატოს–თან, აშშ–თან და ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მოგვიანებით, სტუმარმა აკადემიის ინფრასტრუქტურა: სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სპორტული კომპლექსი დაათვალიერა.