სიახლეები

ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეების ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეებს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. სტუმრებს გააცნეს აკადემიაში არსებული საბაკალავრო პროგრამები, მიღების პირობები და იუნკერების დღის განრიგი, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების და სტიპენდიის შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს აკადემიის გაცნობითი ტური ჩაუტარდათ.