სიახლეები

უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამის მონაწილეების ვიზიტი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ,,უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამის'' მონაწილეები იმყოფებოდნენ.

სტუმრებს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. შეხვედრის შემდეგ პროგრამის მონაწილეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

აღნიშნული პროგრამის მიზანია თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა და ანალიზი, უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე ტენდენციების გაცნობა, ასევე უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკის ანალიზი.