სიახლეები

მოწვეული საპატიო სტუმრის პროგრამა აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ „მოწვეული საპატიო სტუმრის'' პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს Army Hall-ში მაგისტრანტებისთვის გაიმართა, რომელსაც აკადემიის რექტორის მოადგილე, პოლკოვნიკი დავით რაზმაძე და მაგისტრატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრამ საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

„მოწვეული საპატიო სტუმრის“ პროგრამა სამაგისტრო პროგრამების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს, მაგისტრატურაში სტრატეგიული დონის თანამდებობის პირებისა და კვალიფიციური ექსპერტების მოწვევას.