დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების სასწავლო ცენტრში ეფექტური სწავლების მეთოდებზე სემინარი გაიხსნა. სამუშაო შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ტარდება და ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური პერსონალისთვისაა განკუთვნილი.
ნატოს სამხედრო განათლების პროგრამის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე მიაწვდიან ინფორმაციას თეორიული და პრაქტიკული სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ.
როგორც ეროვნული თავდაცვის აკადემიის პრო-რექტორმა ერეკლე ჩიგოგიძემ აღნიშნა, სწავლების მეთოდოლოგიაზე სამუშაო შეხვედრა საქართველოში პირველად ტარდება და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
უცხოელი ექსპერტების სემინარი პროფესიული განვითარების სასწავლო ცენტრში 25 ივლისს დასრულდება.