სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 8 დეკემბერს საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარ თემას ,, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და თანამედროვე კონფლიქტები '' წარმოადგენდა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA-ს და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიება იმართებოდა ჰიბრიდულ რეჟიმში. მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები ხუთი ქვეყნიდან: მოლდოვა, პოლონეთი, სომხეთი, ბულგარეთი და საქართველო. საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA-ს სტუდენტებმა და აკადემიის ბაკალავრიატის იუნკერებმა.

დასასრულს, მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.