ეროვნული თავდაცვის აკადემიის თეატრალური დასის მიერ დადგმული სპექტაკლის ,,ბაგრატ III'' ჩვენება გორის კულტურისა და განვითარების ცენტრში გაიმართა. იუნკერებმა სცენაზე საქართველოს ისტორიის დრამატული პერიოდი, კერძოდ X საუკუნეში განვითარებული მოვლენები გააცოცხლეს. ახალგაზრდებმა სცენარი საქართველოს ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შექმნეს.
სპექტაკლის პრემიერას აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.