სიახლეები

აკადემიაში 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. აკადემიის რექტორის მოადგილეებმა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2022 წლის ანგარიში წარადგინეს და დაწვრილებით ისაუბრეს მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. შემაჯამებელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2023 წელს დაგეგმილი ძირითადი პროექტები.

აღნიშნულ შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მაგისტრატურის ახალი ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული წარადგინა. რექტორმა თავის გამოსვლაში 2023 წლის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.