სიახლეები

ინოვაციურ ცენტრში პრაქტიკული სწავლება დაიწყო

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინოვაციურ ცენტრში პირველი კურსის იუნკერებისთვის დაიწყო პრაქტიკული სწავლება, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება ექნებათ საკუთარი ხელით შექმნან და ააწყონ სხვადასხვა ელექტრონული სქემები, ისწავლონ დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) მართვის ტექნიკური დეტალები და მუშაობის პრინციპი. ისინი თავად შეძლებენ დრონის აწყობას და დაპროგრამებას.