სიახლეები

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ.თბილისის ,,სკოლა-პანსიონი აიბი მთიების''  მოსწავლეები. საინფორმაციო შეხვედრაზე მათ აკადემიის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ, სადაც მოსწავლეებს გააცნეს აკადემიაში არსებული საბაკალავრო პროგრამები,  იუნკერების დღის განრიგი, გაცვლითი პროგრამები და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო კითხვებზე.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს აკადემიაში მოქმედი სასწავლო კაბინეტები და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები.  მათთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცე. ვიზიტის დასასრულს, მოსწავლეებმა გამოთქვეს დიდი კმაყოფილება ჩატარებულ აქტივობასთან დაკავშირებით.

მსგავსი სახის შეხვედრები ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას და  თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.