მიმდინარე კვირაში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიას 5-დღიანი ვიზიტით ეწვია თურქეთის სახმელეთო ძალების JCATS სიმულაციური ცენტრის დელეგაცია პოლკოვნიკ ჯენკ შენის, კაპიტან ჰუსეინ ჯოშარდენელიოღლუს და უფროს სერჟანტ შენერ დემირის შემადგენლობით. ვიზიტის მიზანია JCATS პროგრამის ადმინისტრატორის (ტექნიკოსის) და ოპერატორის მომზადება. აღნიშნულ სწავლებას ესწრებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადი შემადგენლობა, რომელთაც მიეცათ საშუალება აემაღლებინათ კვალიფიკაცია აღნიშნულ სფეროში.