სიახლეები

საინფორმაციო სახის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გრძელდება საინფორმაციო სახის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლები.

მიმდინარე წლის 16 თებერვალს სტუმრად იმყოფებოდნენ სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები. საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ძირითად საქმიანობას, საბაკალავრო პროგრამებსა და მიღების პირობებს. ახალგაზრდები იუნკერების დღის განრიგით, გაცვლითი პროგრამებით და სტიპენდიის საკითხებითაც დაინტერესდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიაში მოქმედი სასწავლო კაბინეტები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს.

საინფორმაციო შეხვედრები აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ემსახურება.