2023 წლის 4 მაისსს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატზე გაიმართება სტუდენტური კონფერენცია სექციური პრინციპით - მიმართულებების მიხედვით:
I- სექცია - "ინფორმაციული ტექნოლოგიები, გამოწვევები ტენდენციები" (ინფორმატიკა);
II - სექცია - "21-ე საუკუნის კონფლიქტები ევრაზიის კონტინენტზე". (თავდაცვა და უსაფრთხოება);
III - სექცია - "გამოწვევები, პერსპექტივები და მიღწევები ეკონომიკასა და მართვაში" (მენეჯმენტი);
IV - სექცია - "თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები" (მექანიკის ინჟინერია).
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 27 მარტამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]