ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალთა პერსონალსა და იუნკერ გოგონებს აღნიშნული დღესასწაულები მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და პირად ცხოვრებაში წარმატება უსურვა. მოწვეულ ქალბატონებს მაგიდაზე ყვავილების თაიგულები და მისალოცი ბარათები დახვდათ. ღონისძიება საზეიმო ფურშეტით დასრულდა.