სიახლეები

კომპანია BITES-ის გაცნობითი სახის ვიზიტი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით თურქული კომპანია „BITES“-ის და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სტუმრებს აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ უმასპინძლა.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა „BITES“-ის სიმულაციური საშუალებების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.