სიახლეები

წყალზე მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობის ,,წყალზე მომზადების კურსის“ გამოშვების ცერემონია გაიმართა.

აკადემიის მეორე და მესამე კურსის იუნკერებმა მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით ,,წყალზე მომზადების კურსი’’ წარმატებით გაიარეს. აღნიშნული სწავლება სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის მხარდაჭერით განხორციელდა.

წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა იუნკერებს კურსის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა.

წყალზე მომზადების სავარჯიშოები ოთხი კვირის განმავლობაში ორ ეტაპად განხორციელდა. კურსის მიზანი ცურვის ტექნიკის შესწავლა იყო, რომელიც სამხედრო ფორმით ცურვას, ყვინთვას, ცურვას საშუალო დისტანციაზე და სხვა თეორიულ და პრაქტიკულ წვრთნას მოიცავდა.