ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გრძელდება „მოწვეული საპატიო სტუმრის'' პროგრამა, რომლის ფარგლებში, სტუმრად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი იმყოფებოდა.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს Army Hall-ში მაგისტრანტებისთვის გაიმართა, რომელსაც აკადემიის მაგისტრატურის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული და მაგისტრატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრამ საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
„მოწვეული საპატიო სტუმრის“ პროგრამა სამაგისტრო პროგრამების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს, მაგისტრატურაში სტრატეგიული დონის თანამდებობის პირებისა და კვალიფიციური ექსპერტების მოწვევას.