საქართველოს თავდაცვის სამინისტროს Army Hall-ში ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრანტთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ წარჩინებულ მაგისტრანტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა.
აკადემიის მაგისტრატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების I და II კურსის მაგისტრანტებმა: ვიცე-პოლკოვნიკმა ბიძინა წერეთელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი თოიძემ, უფროსმა ლეიტენანტმა თორნიკე ამაშუკელმა, დავით ტაბატაძემ, სოფო ჩუნთიშვილმა, გიორგი გიორგანაშვილმა და ირაკლი ონიანმა შემოდგომის სემესტრში უმაღლესი აკადემიური შეფასება მიიღეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ წარჩინებულ მაგისტრანტებს და მათ ოჯახის წევრებს საპატიო დაფები გადასცა.