ეროვნული თავდაცვის აკადემია, იუნკერებისა და მსმენელებისთვს აგრძელებს გაცნობითი სახის ვიზიტების ორგანიზებას საჯარო დაწესებულებებში.
მიმდინარე წლის 22 მარტს აკადემიის მენეჯმენტის მიმართულების მესამე კურსის იუნკრები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სტუმრები იყვნენ.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, აკადემიის იუნკერებისთვის პრეზენტაცია ჩაატარა. მან იუნკერებს სემეკის ფუნქციები გააცნო და ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების დაცვისა და რაციონალურად მოხმარების მნიშვნელობაზე.
გაცნობითი სახის ვიზიტები მომავალი ოფიცრების ზოგადი ცოდნის გაღრმავებას და სახელმწიფოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.