2023 წლის 26 ოქტომბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდება სტუდენტური პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ,,უსაფრთხოების ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში''.
კონფერენცია გაიმართება სექციური პრინციპით:
I- სექცია - "უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები''
II - სექცია - "NATO-ს და ევროკავშირის როლი სამხრეთ კავკასიაში''
III - სექცია - "სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ეკონომიკური ასპექტები''
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]