სიახლეები

აკადემიის ასისტენტ-პროფესორი ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასისტენტ-პროფესორი თორნიკე ქიმერიძე ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე წლის 6 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით, აკადემიის ასისტენტ-პროფესორი თორნიკე ქიმერიძე მიწვეული იყო ავსტრიაში, ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ატომური და სუბატომური ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც გადამზადებას გადიოდა: ბირთვული ფიზიკის, ბირთვული ინჟინერიის, რეაქტორების ფიზიკის, რადიოქიმიის, დეტექტორების, რადიაციული დაცვისა და სამედიცინო ფიზიკის მიმართულებებზე.

სწავლების მიზანი იყო ცოდნის მიღება თანამედროვე ბირთვულ ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. კერძოდ: ბირთვული რეაქტორების უსაფრთხო მუშაობა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, რადიაციული უსაფრთხოება, გარემოს მონიტორინგი, თანამედროვე მიდგომები სიმსივნესთან ბრძოლაში და სხვა.

,,მოხარული ვარ, რომ მქონდა ამ კურსის გავლის შესაძლებლობა, რადგან ვენის ატომური ინსტიტუტი ერთ-ერთი დაწესებულებაა, სადაც ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის ინსპექტორები გადიან სწავლებას და გადამზადებას.'' - აღნიშნავს ბატონი თორნიკე.

აღნიშნულ სწავლებაზე მიღებული ცოდნა გამოყენებული იქნება ეროვნული თავდაცვის აკადემიის მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე, ასევე აკადემიაში არსებულ სხვა მიმართულებებსა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვა უწყებაში.