სიახლეები

დანიის სამეფოს თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლების ვიზიტი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის, სტაბილიზაციის ცენტრის, სტრატეგიისა და ომის ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დელეგაციას აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის შტაბის G - 5 სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ყავლაშვილი, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ლაღიაშვილი და კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერები.

ვიზიტის ფარგლებში აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროები გააცნო.

მხარეებმა განიხილეს ერთობლივი კვლევითი საქმიანობის და აკადემიასთან თანამშრომლობის საკითხები.