სიახლეები

სამხედრო სასაფლაოზე დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, მუხათგვერდში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე და კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი.


საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა და თავდაცვის მინისტრმა დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მუხათგვერდში იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა. შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავითმა და I ქვეითი ბრიგადის კაპელანმა მამა მოსემ დაღუპული სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.