სიახლეები

აკადემიის დელეგაცია იტალიის უმაღლესი თავდაცვის სწავლებების ცენტრში

მიმდინარე წლის 4-6 აპრილის პერიოდში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის ხელმძღვანელობით გაცნობითი სახის ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის უმაღლესი თავდაცვის სწავლებების ცენტრში (CASD). აღნიშნული ვიზიტის განმავლობაში, აკადემიის დელეგაციას თან ახლდა თავდაცვის ატაშე ესპანეთის სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი გიორგი ბაბუნაშვილი. იტალიის თავდაცვის უმაღლესი სწავლებების ცენტრი მოიცავს შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს: თავდაცვის უმაღლესი კვლევების ინსტიტუტი, ერთობლივი მოქმედებების შტაბის ინსტიტუტი, თავდაცვის კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტი, ლოჯისტიკის გაერთიანებული საგანმანათლებლო ცენტრი.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ცენტრის (CASD) სტრუქტურისა და ფუნქციის გაცნობა და ინსტიტუტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე მუშაობა. შეხვედრაზე მასპინძელი მხარის მიერ ჩატარდა გაცნობითი სახის პრეზენტაციები იტალიის თავდაცვის უმაღლესი სწავლებების ცენტრის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ (JOC). ასევე, განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო კვლევითი საქმიანობის სფეროში თანამშრომლობას, მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე და დისტანციური სწავლების კონფერენციაზე იტალიური მხარის მონაწილეობას.

ვიზიტის განმავლობაში, აკადემიის დელეგაცია ასევე ესტუმრა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯს, სადაც მათ, კოლეჯის მეთაური, გენერალ ლეიტენანტი ოლივიერ რიტიმანი მიესალმა და კოლეჯის ისტორია, სტრუქტურა და ძირითადი საქმიანობა გააცნო.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და იტალიის თავდაცვის უმაღლესი სწავლებების ცენტრს შორის თანამშრომლობას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და ხელს შეუწყობს ინტერნაციონალიზაციის პროცესს აკადემიაში.