სიახლეები

გაცნობითი ხასიათის შეხვედრები იუნკერებისა და მსმენელებისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკერებისა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გრძელდება.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, აკადემიაში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე, საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრებს აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ უმასპინძლა.

ბატონმა მამუკამ, მომავალ ოფიცრებს, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა და სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

შეხვედრის ბოლოს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრი გადასცა.