საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 20-31 მარტის პერიოდში დაგეგმილ კურსზე აკადემიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიაში დაგეგმილ ,,თავსებადობის'' (Interoporabiliti) სასწავლო გაცვლით პროგრამაში - აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერებმა ლუკა ბარძემიშვილმა და საბა გვარამაძემ მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული კურსი მოიცავდა, როგორც სალექციო მეცადინეობას, ასევე საველე სწავლებებს.
,,ჩვენთვის, როგორც მეოთხე კურსის იუნკერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სწავლებებში მონაწილეობის მიღება, რათა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მომავალში მოვახმაროთ თავდაცვის ძალების განვითარებას. რუმინეთში თავსებადობის პროგრამის გავლა და სხვადასხვა ქვეყნის მომავალ ოფიცრებთან ერთად, ერთ საკითხზე მსჯელობა, გვაძლევდა საშუალებას გამოგვენახა საერთო ენა, რათა უკეთესად შეგვესრულებინა ჩვენს მიმართ დასმული ამოცანები. გავეცანით ,,NATO''-ს სტრატეგიასა და ხედვებს. აღნიშნულმა სწავლებამ და სხვა ქვეყნის სამხედროებთან კომუნიკაციის დამყარებამ უდიდესი გამოცდილება მოგვცა.'' - აღნიშნეს იუნკერებმა.