სიახლეები

სერჟანტთა მომზადების სკოლას ახალი ხელმძღვანელი ყავს

სერჟანტთა მომზადების სკოლას დღეიდან მაიორი ლაშა დავითაძე უხელმძღვანელებს. ახალი უფროსის წარდგენის ცერემონიალი საგურამოს სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე დღეს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები, პოლკოვნიკები ვლადიმერ ჩაჩიბაია და არსენ ცუხიშვილი, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე და კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი დაესწრნენ.

ცერემონიალზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სერჟანტთა სკოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა ახალ უფროსს ქვედანაყოფის დროშა გადააბარა.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ, შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების წევრმა, მხატვარმა მამუკა მიქელაძემ სერჟანტთა მომზადების სკოლას ღვთისმშობლის ხატი გადასცა.