ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, 3 და 4 მაისს, სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეორე სასწავლო კურსის კადეტებს უმასპინძლა.
აკადემიის საკონფერენციო დარბაზში, კადეტები პრეზენტაციის სახით გაეცნენ საბაკალავრო პროგრამებს, მიღების პირობებს, გაცვლით პროგრამებს, აკადემიის მისიას და მიზნებს. შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს აკადემიაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებსა და პრიორიტეტებზე. სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე შეხვდა.
დღის განრიგი საკმაოდ საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა, მათ დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო კაბინეტები, იუნკერთა საცხოვრებელი პირობები და ბაზის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი.