სიახლეები

აშშ-ის ნორვიჩის უნივერსიტეტის კადეტების ვიზიტი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდნენ აშშ-ის ნორვიჩის უნივერსიტეტის კადეტები, თანმხლებ პირებთან ერთად.

კადეტებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია აკადემიის შესახებ. ვრცლად ისაუბრეს აკადემიის ისტორიაზე, მისიაზე და მიზნებზე. გაეცნენ იუნკერების დღის განრიგს, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებებს და გაცვლით პროგრამებს. ვიზიტის ფარგლებში კადეტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, აკადემიაში მოქმედი სასწავლო კაბინეტები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, იუნკერთა საცხოვრებელი პირობები და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს.

კადეტებმა ასევე მოინახულეს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი და გაეცნენ საქართველოს უძველეს ისტორიას.