სიახლეები

აკადემიის იუნკერები ქართველ იუნკერთა სახელობის საჯარო სკოლაში

მიმდინარე წლის 31 მაისს ბაკალავრიატის II კურსის იუნკრები გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდნენ სსიპ ქართველ იუნკერთა სახელობის ქ. თბილისის N 52 საჯარო სკოლაში.

ვიზიტის ფარგლებში იუნკერებმა ჩაატარეს პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ (აკადემიის მისია, აკადემიაში მიღების პირობები, აკადემიაში არსებული პროგრამები, პირობები და პერსპექტივები), ასევე გააცნეს ქვეყნისათვის ტოტალური თავდაცვის მნიშვნელობა.

პრეზენტაციის დროს სკოლის მოსწავლეებმა გამოხატეს დაინტერესება თავდაცვის ძალების შესახებ რაც გამოიხატებოდა მათ მიერ დასმულ კითხვებში.