მიმდინარე წლის 20 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ქ. გოლში (ნორვეგიის სამეფო), ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარებულ „მე-11 დისტანციური სწავლებების კონფერენციაში" (11th NORDEFCO ADL Conference), მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, რექტორის მოადგილე - შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა და დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი სხირტლაძემ.
კონფერენციის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების მიმართულებით. ასევე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლის კონცეფციების შემუშავების, დანერგვისა და შეფასების სფეროების მიმოხილვა.
კონფერენციას დაესწრო 18 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და თითოეულ მათგანს მიეცა შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ განეხილათ მიმდინარე წლის ძირითადი თემები: სწავლის მეთოდოლოგია, სწავლის ტექნოლოგია, სასწავლო ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება, კურსების მრავალპლატფორმული მიწოდება და შერეული სასწავლო კურსების შემუშავება.