სიახლეები

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი აკადემიაში

მიმდინარე წლის 8 ივნისს, ეროვნული თავდაცვის აკადემიას, სოფელ ვაყის საჯარო სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

გაცნობითი სახის შეხვედრა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საბაკალავრო პროგრამებზე, მიღების პირობებსა და გაცვლით პროგრამებზე. მომავალი აბიტურიენტები ასევე გაეცნენ აკადემიის მისიას, მიზნებსა და პრიორიტეტებს.

ვიზიტის ბოლოს, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ აკადემიის ინფრასტრუქტურა დაეთვალიერებინათ.

საინფორმაციო შეხვედრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად.